ცხოვრებაძის 9 გოლი - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები მანჰაიმში ნიდერლანდებთან 29:34 დამარცხდა.
მეტოქე თავიდან 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა დაცვაში შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 12:19 წააგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან 9 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 7 გოლი ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა, ხოლო 6 თემურ ორჯონიკიძემ.
ჯგუფურ ეტაპზე ტიტე კალანდაძის გუნდი კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს - 13 იანვარს შვედეთთან და 15 იანვარს ბოსნია- ჰერცეგოვინასთან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.