არქივი11 იანვარი, 2024, 19:24
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 11:18 დამარცხდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა I დივიზიონის B ჯგუფში სამივე მატჩი წააგო, რუმინეთმა კი II დივიზიონის D ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო.
საქართველოს ნაკრები 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას და 13 იანვარს დუბროვნიკში გერმანიას დაუპირისპირდება.
რუმინეთი მეოთხედფინალში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.