ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ცუდი ამბავი რეჟიმის მსახურებისთვის“ – ნინო ჯანგირაშვილი

„ცუდი ამბავი რეჟიმის მსახურებისთვის“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„ცუდი ამბავი რეჟიმის მსახურებისთვის: რეჟიმი მალე ვეღარ შეგინახავთ. ბიუჯეტის ფული ფიზიკურად აღარ იქნება, რომ თქვენ იპარაზიტოთ. ბიზნესებს რაც აქამდე უშოვიათ ქოცების წყალობით უკან მიატანინებენ, იმიტომ რომ რეჟიმს შენახვა დაჭირდება. შემოსავალი ფიზიკურად არ იქნება არსაიდან. ჩრდილოეთ–სამხრეთის ღერძზე აგებული გეგმები და ფინანსური სქემებიც ჩაეფუშა რეჟიმს ირანში მიმდინარე პროცესების გამო. ისეთი სისწრაფით მიფრინავს რეჟიმი რუსული ტრაექტორიით, რომ მალე საქართველოც ისეთივე სანქციების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც რუსეთი და ბელორუსი. მოგჭამათ ჭირი წამოჭიმულმა კორპუსებმა და სასტუმროებმა. ჩალის ფასი ექნება მალე ყველაფერს. საკუთარი კეთილდღეობის გარდა რომ არაფერი გაინტერესებთ და ქონში ტივტივებთ, სანამ აქ ტოტალიტარიზმი ყალიბდება, აი ის ხალხი იგრძნობთ სულ მალე კეთილების ჟრიალს. აბა დანარჩენებს დასაკარგი ისედაც დაკარგული გვაქვს უკვე დიდი ხანია.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.