ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ
ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში, ისე რომ ჰკითხო ევროპისკენ აქვთ გეზი აღებული და როგორც თავის თავს უწოდებენ “მედასავლეთეები” არიან,- ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ინფორმაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ, თუ რა სასჯელს აკისრებენ პირს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
ფოჩხუა მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს გადახედონ აღნიშნულ სასჯელებს, ხოლო მათი პროტესტი, რომ უცხოელი პატრონების თვალის ასახვევად კეთდება ეს უკვე არახალია საზოგადოებისთვის.
„ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში, ისე რომ ჰკითხო ევროპისკენ აქვთ გეზი აღებული და როგორც თავის თავს უწოდებენ “მედასავლეთეები” არიან, ევროპა ამათ ეიფელის კოშკი, საგრადა ფამილია და ფანტან ტრევიში ხურდა ფულის ჩაყრა ჰგონიათ. დაინტერესებულან ევროკავშირის კანონმდებლობით? დარწმუნებული ვარ არა.
ამიტომ გადახედონ თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ. მათი ეს პროტესტიც უცხოელი პატრონებისთვის თვალისასახვევად რომ კეთდება, არახალია“,-წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული