ცოტნე კობერიძე: “ქოცობა“ თიხა რომ იყოს, მისგან ღარიბაშვილი გამოიძერწებოდა

თიხა რომ იყოს “ქო­ცო­ბა“ და მის­გან ადა­მი­ა­ნის გა­მო­ძერ­წვა მო­გინ­დეს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ი­ძერ­წე­ბა, იმ­დე­ნად არ­ქე­ტი­პუ­ლად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“, სახე-ხა­ტია , – ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “რე­ზი­უ­მე გა­ნა­ცხა­და.

  • ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ დარ­ტყმაა, რად­გან ახლა არ ვი­ცით “რა არის “ქო­ცო­ბის” სწო­რი ფორ­მუ­ლა, რა არის და­წი­ნა­უ­რე­ბის ფორ­მუ­ლა“

“როცა ხარ “ქოცი“ და იკი­თხო, რა არის კარ­გი “ქო­ცო­ბის” ფორ­მუ­ლა? მო­მა­წო­დეთ და ისე მო­ვიქ­ცე­ვი. აღ­მო­ა­ჩენ, რომ ის, რა­საც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აკე­თებ­და – ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დეს ბი­ძი­ნა, ძა­ლი­ან აქებ­დე ბი­ძი­ნას, ძა­ლი­ან ლო­ი­ა­ლუ­რო­ბას ამ­ჟღავ­ნებ­დე – ეს არ­ქე­ტი­პიც არ არის საკ­მა­რი­სი, რომ არ და­ი­სა­ჯო. მდი­ნა­რა­ძე ამ­ბობ­და, რომ მე არ ვარ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლებს დას­დევ, აღ­მო­ა­ჩენ, რომ ესეც და­ინ­გრა. ამ პრო­პა­გან­დის მა­ყუ­რე­ბელს სა­ჯა­როდ რა უნდა უთხრა, ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა. ახლა არ ვი­ცით, რა არის ქო­ცო­ბის სწო­რი ფორ­მუ­ლა, რა არის და­წი­ნა­უ­რე­ბის ფორ­მუ­ლა.

თიხა რომ იყოს “ქო­ცო­ბა“ და მის­გან ადა­მი­ა­ნის გა­მო­ძერ­წვა მო­გინ­დეს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ი­ძერ­წე­ბა, იმ­დე­ნად არ­ქე­ტი­პუ­ლად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ – სახე-ხა­ტია. ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს იყო ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ამ­დე­ნი ხნით სხვა არ ყო­ფი­ლა,ერთხელ გაშ­ვე­ბუ­ლი და კი­დევ მო­სუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დაბ­რუნ­დეს, კაც­მა არ იცის. რთუ­ლია ხალ­ხს და­ა­ჯე­რო, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის აგენ­ტია იმი­ტომ, რომ საფ­რან­გე­თის აგენ­ტით ჩა­ა­ნაც­ვლე და­სავ­ლე­თის აგენ­ტი გა­ხა­რია? გა­ხა­რი­ა­ზე გაბ­რაზ­დნენ, რომ “დიფსტე­ი­თის“ აგენ­ტია და საფ­რან­გე­თის აგენ­ტი რა­ტომ? საფ­რან­გე­თის აგენ­ტი იყო კაცი, რო­მელ­მაც ომი აგ­ვა­რი­და? თუ და­ვი­ჯე­რებთ, რა­საც ამ­ბო­ბენ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გმი­რი უნდა იყოს, ცი­ხე­ში კი არ უნდა იყოს, მისი ძეგ­ლე­ბი უნდა იდ­გე­ბო­დეს. სას­წა­უ­ლი გა­ქა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კო­სი ყო­ფი­ლა, მან მო­ა­ხერ­ხა, რომ თან და­სავ­ლე­თის აგენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და თან და­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ომის ბრძა­ნე­ბა არ მი­ი­ღო, ქვე­ყა­ნა მყა­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და­იც­ვა და ახლა ეს კაცი ცი­ხე­შია?“, – გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ.