ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა ამბობს, რომ არ არის “იმ პოზიციაში”, რომ რაიმე მედითი გააკეთოს. მისი თქმით, ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განსაჯონ, რასაც, მისი მტკიცებით, ისინი კარგად აკეთებენ.
“პირველების” დამაზუსტებელ კითხვაზე, როგორ გამოიხატა ეს საგამოძებო უწყებების მხრიდან, ივანიშვილი ვერ პასუხობს.
ამასთან, ცოტნე ივანიშვილი უარყოფს ფაქტს, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.
„რამდენჯერმე დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების გამოძიებას, გარკვეული ქმედებებიც განახორციელეს. იმის გარდა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ვწუხვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რაიმე დამატებითი გითხრათ. მე არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.
სხვათა შორის, ბოლოს, როდესაც ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, ცოტა არასერიოზული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.




