ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ჭიშკართან ნაგვის ურნები მიიტანეს - მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სიტუაცია ეტაპობრივად იძაბება. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს, მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვეს.
ამას გარდა, მომიტინგეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან.
მანამდე კი ნაგვის ურნები განალაგეს სდსს-ს შესავლელთან, ასევე, დაანთეს ცეცხლი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანით ჩააქრეს.
მიუხედავად ამ ვითარებისა, აქციის მონაწილეები როგორც პარლამენტის წინ, ისე უკანა შესასვლელთან და ჩიტაძის ქუჩაზე კვლავ რჩებიან. აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.