ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეებმა სდსს-ის ეზოში ნაგვის ურნა გადააგდეს, იქიდან კი ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს - პარლამენტთან პერიოდულად ისევ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს

საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირების ცალკეულ შემთხვევებს კვლავ აქვს ადგილი.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში ნაგვის ურნა გადააგდეს, იქიდან კი მათი მისამართით ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ამ ფაქტს აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
პერიოდულად პარლამენტის შენობის ეზოდან ისევ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს.
მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ჩიტაძის ქუჩაზე კვლავ რჩებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.