არქივი22 მაისი, 2024, 11:11
ცოლი და სიდედრი პატარა ბავშვის თვალწინ, ქუჩაში დახოცა – საზარელი მკვლელობები რუსთავში
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
დანაშაული ცოტა ხნის წინ, დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი, რომლებიც ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა.
ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.