ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში, სადაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში, სადაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ჩხრეკა ჩატარდა დუმბაძის ქუჩაზე განთავსებულ იმ ავტომობილში, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეკუთვნის.
მოკლულები არიან დედა-შვილი: ინგა ბეგაშვილი და მარიამ სოფრომაძე.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით,, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, მკვლელობა დღეს, სკვერში, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ეტაპობრივად ხუთი გასროლის ხმა გაიგონა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მისულს დახვდა შუახნის ქალისა და ახალგაზრდა გოგოს ცხედრები. ამავე თვითმხილველის თქმით, სავარაუდო მკვლელობაში ბრალდებული პირი 30 წლამდე მამაკაცია. ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
მომხდარის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.