ცნობილი ქართველი ქირურგი გარდაიცვალა

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საამაყო კოლეგის, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქირურგის ვიტალი სავანელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
ვიტალი სავანელი 30 წელზე მეტი ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას. ამ ხნის განმავლობაში საქმისადმი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გორელი ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სახელს უკავშირდება უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი.
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს. ვიტალი სავანელი ძალიან დააკლდება ჩვენს კლინიკას, მთელს სამედიცინო საზოგადოებას და ქალაქს“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში