ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო

რუსი მილიარდერის ქართველი ცოლი, რომლის პირველი ქმარი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი რუსი, მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის, ცოლი და ორი შვი­ლის დედა. ის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­ზეც მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ და გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რით, არა­მედ მას­პინ­ძლო­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით.

გა­დავ­წყვი­ტეთ მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო რუ­სუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც რუსი მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლია. მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვილს მე­დი­ა­ში მომ­ღერ­ლად, რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის მთა­ვარ გმი­რად და მი­ლი­არ­დე­რის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რი ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვია. წყვი­ლი წლე­ბია მოს­კოვ­ში მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობს და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გარ­და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

2021 წლის მარ­ტში, მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­პინ­ძლობ­და რუს ჟურ­ნა­ლისტ ვლა­დი­მერ პოზ­ნერს, რამაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­ულ კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნოს და ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყოს ხელი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის წლე­ბი

მი­რან­და და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, ინ­ჟინ­რე­ბის ოჯახ­ში. მამა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, რის გა­მოც უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და. მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლით, სა­დაც მი­რან­და პირ­ვე­ლი­ვე კურ­სზე გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ჰქონ­და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა, იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის "ივე­რი­ის" წევ­რი.

მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, არ არის ტი­პუ­რი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ალ­ბო­მებს უშ­ვებს, კლი­პებს იღებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას ეძებს. ის არ და­დის კონ­კურ­სებ­ზე, არ აგ­რო­ვებს კო­მენ­ტა­რებს YouTube-ზე.

  • "მის­თვის მთა­ვა­რია გი­ტა­რა, პი­ა­ნი­ნო და მე­გობ­რე­ბის წრე. ასე­ვე, მისი მე­უღ­ლე, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „ცე­ზარ სა­ტე­ლი­ტის“ პრე­ზი­დენ­ტია და ცო­ლის კა­რი­ე­რას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მი­რან­დას არ მოს­წონს პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ბრძო­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მე­ბი. თა­ვი­დან­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და­ხუ­რულ კლუ­ბებ­ში სიმ­ღე­რას, სა­დაც ბევ­რი მი­ლი­ო­ნე­რი იკ­რი­ბე­ბო­და, თუმ­ცა რო­დე­საც 1994 წელს ქარ­თულ ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლ „ივე­რი­ა­ში“ სიმ­ღე­რა შეს­თა­ვა­ზეს, ის ხში­რად და­დი­ო­და ტურ­ნე­ე­ბით ის­რა­ელ­სა და მოს­კოვ­ში, სა­დაც მან მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

მი­რან­და ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ მისი კა­რი­ე­რა შედ­გე­ბა ღირ­სე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის­გან, და მას არ სურს, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი მი­აღ­წი­ოს მხო­ლოდ ფუ­ლი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის გამო. მას შემ­დეგ, რაც მი­რან­და მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და, მისი ცხოვ­რე­ბა უფრო მშვი­დი გახ­და და ამ­ჯე­რად მისი ახა­ლი ქმა­რი, ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვი, და­ეხ­მა­რა მას სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა იყო. მე­ო­რედ რუს­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა წყვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ოთხი წლის შემ­დეგ ქმრის ოჯა­ხი მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კე­ბით და­ტო­ვა და ცხოვ­რე­ბა მოს­კოვ­ში გა­აგ­რძე­ლა. მას ყო­ველ­თვის ჰყავ­და გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

"ათი წე­ლია, ვიც­ნობ ჩემს ქმარს და და­მი­ჯე­რეთ, ისე გავ­ყე­ვი ცო­ლად, არ ვი­ცო­დი, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბაზა გა­აჩ­ნდა. და­ვი­ნა­ხე, იქ ჩა­მო­ვი­და, აქ ჩა­მო­ვი­და, რას ხარ­ჯავ­და – იდი­ო­ტი ხომ არ ვი­ყა­ვი, არ და­მე­ნა­ხა, მაგ­რამ, არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პატ­რო­ნი იყო. იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ში და ცხოვ­რე­ბას იმ­დე­ნად ვუ­ყუ­რებ, რო­გორც თავ­გა­და­სა­ვალს, რომ, ამ მხრივ არაფ­რის მე­ში­ნია. ზუს­ტად ვიცი, ხვალ რომ უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე მოვ­ხვდე, იქაც მო­ვი­წყობ ჩემს სამ­ყა­როს და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მექ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ასე­თი რამ არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა.“ - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ ჟურ­ნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირ­ვე­ლი ქმა­რი

"ზა­ლი­კოს­თან ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვიც­ნობ­დი. ზა­ლი­კომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე, იმი­ტომ, რომ ერ­თად ცოტა ხანს ვი­ყა­ვით – ექ­ვსი თვე. თუმ­ცა, ის პირ­ვე­ლი ბიჭი იყო, ვი­საც ვა­კო­ცე და ცო­ლად გავ­ყე­ვი. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლის გამო დავ­შორ­დით. ისე­თი ტრა­გე­დია მქონ­და, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა რა არის? წა­ჩხუ­ბე­ბაც ხდე­ბა და დიდი კონ­ფლიქ­ტე­ბიც. დეპ­რე­სი­უ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ, მებ­რძო­ლი ვარ. მე­ო­რე მე­უღ­ლეს რომ დავ­შორ­დი, ისე მტკი­ო­და, ისე, რომ, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ვიგ­ლი­ჯე. მაგ­რამ, რო­დე­საც წერ­ტი­ლი და­სას­მე­ლია, უნდა დას­ვა და იქი­დან გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა. ვი­ღა­ცას „ბო­იფ­რენ­დი“ ჰყავს, ვი­ღა­ცას – ქმა­რი. ჩემს ყვე­ლა „ბო­იფ­რენ­დს“ უნ­დო­და ჩემი ცო­ლად მოყ­ვა­ნა და, რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, როცა მიყ­ვარს, ეს ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. არას­დროს მომ­ხდა­რა ისე, ვიყო ერთ ადა­მი­ან­თან და გა­მი­ტა­ცოს მე­ო­რემ. სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და არ ჩა­ი­ფერ­ფლე­ბო­და, მა­ნამ არ აღ­მო­ცენ­დე­ბო­და სხვა გრძნო­ბა.“ - ამ­ბობს მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცია

მი­რან­დას და ლე­ო­ნიდ ოგა­რე­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცია სულ უფრო იზ­რდე­ბა. მათი სახ­ლი მოს­კოვ­ში ყვე­ლა სტუმ­რის­თვის ღიაა

- მე და ჩემს მე­უღ­ლეს ღია სახ­ლი გვაქვს, ვახ­შმებს, მი­ღე­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავთ, ამი­ტომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია და ბევ­რი ხალ­ხი შე­მო­დის, ასე რომ, არა­ვინ იცის შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ამას უბ­რა­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ვა­კე­თებთ. მე კი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბად არ ვპო­ზი­ცი­ო­ნი­რებთ, თუმ­ცა ნა­მუ­შევ­რე­ბის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა უკვე გვაქვს. მე­ში­ნია, ჩვენს კო­ლექ­ცი­ას ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა „კო­ლექ­ცია“ და­ვარ­ქვათ, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ხუ­თას­ზე მეტი ნა­მუ­შე­ვა­რი გვაქვს. ლე­ო­ნიდს, მა­გა­ლი­თად, აქვს ვლა­დი­მერ ია­კოვ­ლე­ვის და სხვა ნონ­კონ­ფორ­მის­ტე­ბი­სა და სა­მო­ცი­ა­ნი მხატ­ვრე­ბის დიდი კო­ლექ­ცია. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იყი­და და ად­რე­ვე და­ი­წყო მათი შეგ­რო­ვე­ბა, ვერც კი მიხ­ვდა, რომ აგ­რო­ვებ­და.

ამ კუ­თხით სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ იმის­თვის, რომ იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მცოდ­ნე და მოყ­ვა­რუ­ლი, სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კლა­სი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მთა­ვა­რია პრაქ­ტი­კა, გა­ტა­ცე­ბა და ინ­ტე­რე­სი და და­ახ­ლო­ე­ბით ჩვიდ­მე­ტი წე­ლია ამით ვცხოვ­რობ. მა­ნამ­დე კი იყო მომ­ხიბ­ლა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებ­ში, მსოფ­ლიო შე­დევ­რე­ბის გაც­ნო­ბა, ახა­ლი ეს­თე­ტი­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რად­გან ბავ­შვო­ბა­ში ეს არ გვი­ნა­ხავს და ზრდა ზუს­ტად მა­შინ მოხ­და.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.