ცნობილია რა ადგილებიდან დაიწყება მსვლელობა 20 ოქტომრის მარშზე – საქართველო ირჩევს ევროკავშირს

“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის მოედანი – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
“და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲘ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ, ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ!” – აღნიშნულია ანონსში.
“ქართული ოცნების” მიერ რუსული და ცენზურის დამწესებელი კანონის მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო აშშ-მ და ევროკავშირმა უკვე შეაჩერეს სხვადასხვა ფინანსური დახმარების პროგრამა. საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, EU-ს საგრანტო დახმარება 93%-ით მცირდება.
დღს, 9 ოქტომბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომ რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვის, ბიძინა ივანიშვილისა და დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებისა და ანტიდემოკრატიული კანონების ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისკენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.