ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილია, ვინ შეცვლის თეა წულუკიანს კულტურის სამინისტროში

ცნობილია, ვინ შეცვლის თეა წულუკიანს კულტურის სამინისტროში

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ (თიკა) რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრად წარადგინეს. ის ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანს შეცვლის, რომელიც არჩევის შემთხვევაში საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს.
ის დღეს, 18 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
მანვე დააანონსა, რომ “ქართული ოცნება” აპირებს მის მიერვე შეერთებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთმანეთისაგან კვლავ განაცალკევეს.
გაყოფის შემდეგ სპორტის სამინისტროს კობახიძის თქმით, შალვა გოგოლაძე ჩაუდგება სათავეში. მანამდე გოგოლაძე რუხაძის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი.
“წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი, ბატონ შალვას მინდა, ვუსურვო წარმატებები,“ – განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.