ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ შეცვლის თეა წულუკიანს და რა ბედი ელის სამინისტროს არჩევნების შემდეგ? – პრემიერი განცხადება

ვინ შეცვლის თეა წულუკიანს და რა ბედი ელის სამინისტროს არჩევნების შემდეგ? – პრემიერი განცხადება

კულტურის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს – თეა წულუკიანს თინათინ რუხაძე ცვლის.
თინათინ რუხაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ასევე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა საზოგადოებას ამცნო, რომ არჩევნების შემდეგ, სამინისტრო გაიყოფა. კობახიძის თქმით, ცალკე იქნება კულტურის სამინისტრო, სპორტის სამინისტრო კი ცალკე.
პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
“არჩევნების შემდეგ, კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ცალკე იქნება სპორტის სამინისტრო. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა კულტურის და სპორტის მინისტრი იქნება ქალბატონი თინათინ რუხაძე”, – განაცხადა კობახიძემ.
თინათინ რუხაძე ამ დრომდე ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.