ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილია, ვინ შეარჩია მასწავლებლის ჯილდოს გამარჯვებულები

„მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება“, - წერია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისიის მუშაობის შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ცნობას თან ერთვის ფოტოსურათები, რომლითაც ირკვევა, ვინ იყო ჩართული საუკეთესო 10 მასწავლებლის გამოვლენაში.
კომისიის წევრებს შორის იყვნენ:
· ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია;
· მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე;
· მსახიობები ნანა შონია და თემიკო ჭიჭინაძე;
· ფილოსოფოსი გია მურღულია;
· პედაგოგი შალვა ამონაშვილი;
· „იმედის“ წამყვანები ნოე სულაბერიძე და ნიკოლოზ წულუკიძე (თეატრმცოდნე);
· ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
2024 წელს მასწავლებლის ეროვნული დღე ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში აღინიშნება, რადგან ის საპარლამენტო არჩევნებს ემთხვეოდა. განათლების სამინისტროს ამ დღის საზეიმო აღნიშვნა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს სახელმწიფო განსაკუთრებულ მასწავლებლებს აჯილდოებს და ფულადი ჯილდოთი 10 000 ლარის ოდენობით და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სამკერდე ნიშნით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.