ვინ გამოავლინა მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გამარჯვებულები

მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან 10 საუკეთესო კანდიდატი სპეციალურმა ჟიურიმ დღეს, 21 აგვისტოს შეარჩია.
სამინისტრო ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ჟიურის სამუშაო შეხვედრის ამსახველ კადრებს, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან. მათ შორისაა, ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური; ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე; ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე; ფილოლოგი, განათლების ექსპერტი გია მურღულია; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოლიტიკოსი ; პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი; პედიატრი თემურ მიქელაძე; მსახიობები – ნანა შონია და თემიკო ჭიჭინაძე; მწერალთა სახლის ხელმძღვანელი, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ქეთევან დუმბაძე და ა.შ.
“ჟიური შეიკრიბა, რომელიც არის წარმომადგენლობითი, ინკლუზიური და წარმოდგენილია ყველა პროფესიის, წარმატებული ადამიანი. [მათ] გადაარჩიეს ის ვიწრო სია, რომელსაც საბოლოოდ, 13 სექტემბერს, გალა დაჯილდოებაზე გამოვარჩევთ ღირსეულთა შორის”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
შერჩეულ პედაგოგებს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარი გადაეცემათ.
“მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27 აგვისტო მასწავლებელთა ეროვნულ დღედ პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ 2023 წელს აღინიშნა. სწორედ შარშან დააწესა სამინისტრომ ეს დღე და პრემია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა