ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილია ვინ იმღერებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

ცნობილია ვინ იმღერებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

მადონა, შაკირა და BTS-ი FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ისტორიაში პირველი შესვენების შოუს მთავარი ვარსკვლავები იქნებიან. მატჩი 19 ივლისს, ნიუ-იორკის ნიუ-ჯერსის სტადიონზე გაიმართება.

პერფორმანსის კურატორი Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინია, ხოლო პროდიუსერი Global Citizen-ი. შოუს მიზანია სახსრების მოზიდვა FIFA-სა და Global Citizen-ის ერთობლივი განათლების ფონდისთვის (FIFA Global Citizen Education Fund), რაც მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ისტორიაში პირველად 3 ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.