ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა, - ინფორმაციას Associated Press-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ეროვნული ნაკრებების იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს

და FIFA PASS-ში 2026 წლის 15 აპრილამდე დარეგისტრირდნენ.

„ჩვენ ვაუქმებთ სავიზო დეპოზიტს იმ კვალიფიცირებული გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები შეიძინეს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საკონსულო საკითხებში მორა ნამდარმა.

ასევე, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუქმდა ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელების, მწვრთნელებისთვის, დამხმარე პერსონალისთვის და მათი ახლობლებისთვის.

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამაში, რომელიც 15000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდას ითვალისწინებს, 50 ქვეყანა შედის.

პროგრამაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 5 ქვეყანაა, რომლებიც სავიზო დეპოზიტისგან გათავისუფლდებიან, კერძოდ, ალჟირი, კაბო-ვერდე, კოტ-დ’ივუარი, სენეგალი და ტუნისი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.