ცნობად სახეებს, ვინც დაფინანსებულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას, უნდა გაუჩნდეთ პასუხისმგებლობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ მათი მხრიდან ეს იყო შეცდომა და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება დგამდა სწორ ნაბიჯებს

ცნობად სახეებს, ვინც დაფინანსებულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას, უნდა გაუჩნდეთ პასუხისმგებლობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ მათი მხრიდან ეს იყო შეცდომა და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება დგამდა სწორ ნაბიჯებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა საქართველოში მიმდინარე პროტესტებს აფასებს. მისი თქმით, ფაქტებით დადასტურდა, რომ პროტესტი გარე აქტორების მიერ არის ორგანიზებული და დაფინანსებული.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ აქციაზე იყვნენ ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა მისივე თქმით, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც გულწრფელად აპროტესტებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. დავით კაჭარავას თქმით, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ცნობად სახეებს, რომლებიც დაფინანსებულ პროტესტში მონაწილეობენ და სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ და აღიარონ, რომ ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. დეპუტატი მოუწოდებს საზოგადოებას, ფაქტებზე დაყრდნობით გააანალიზონ, რომ თუკი ხელისუფლება გარე აქტორების მიერ ნაკარნახებ გზას გაჰყვებოდა, საქართველოც ისეთივე კრიზისში აღმოჩნდებოდა, როგორშიც დღეს უკრაინაა.
„დაფინანსებულ პროტესტებზე უკვე ფაქტები დაიდო და დადასტურდა, რომ ორგანიზებული, დაფინანსებული და წახალისებული იყო გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული პროცესი, მაგრამ აქ სხვა რაიმეზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ის ადამიანები, ვინც ამ პროცესში ჩართულები იყვნენ, იღებდნენ დაფინანსებას და ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ – გასაგებია, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მართლა ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა, მათ უნდა გაუჩნდეთ პასუხისმგებლობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ მათი მხრიდან ეს იყო შეცდომა, არასწორი ნაბიჯი და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება დგამდა სწორ ნაბიჯებს.
ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, წვდომა არ გვქონდა იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც გამოააშკარავა შეერთებულმა შტატებმა. თითოეულმა ადამიანმა, რომელიც აპროტესტებდა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. რაც უფრო დიდია მათი ცნობადობა საქართველოში, მით უფრო დიდია მათი პასუხისმგებლობა ამიტომ გაბედონ, გამოვიდნენ და თქვან, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო სწორი ნაბიჯი. დააჯამონ ფაქტები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ იმ გზას გავივლიდით, რასაც გარე აქტორები გვთხოვდნენ, მივიდოდით იმ კრიზისამდე და ღია დაპირისპირებამდე რუსეთთან, რომელშიც დღეს უკრაინაა,“- განაცხადა დავით კაჭარავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება