„ვინც არ უნდა შეცვალოს პრეზიდენტი ტრამპი, მას ძალიან გაუჭირდება აღიდგინოს პროგნოზირებადი პარტნიორის იმიჯი“ – ხათუნა ლაგაზიძე

ვეღარ იქნება პროგნოზირებადი პარტნიორი მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ვინც არ უნდა შეცვალოს პრეზიდენტი ტრამპი, მას ძალიან გაუჭირდება აღიდგინოს ეს იმიჯი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მსოფლიო წესრიგი, რომელიც -ის როლს, როგორც დემოკრატიის საყრდენს და სანდო და პროგნოზირებად პარტნიორს ემყარებოდა, დაინგრა.
„ეპოქალური ძვრების წინაშეა მსოფლიო. ცხადია, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი დასრულდა, რომელიც ეფუძნებოდა აშშ-ის როლს, როგორც პირველ რიგში დემოკრატიის საყრდენის და მეორე რიგში, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის. მე ვფიქრობ, პროგნოზირებადობა აქ გადამწყვეტი იყო. როცა პარტნიორს ირჩევ, თუ შენ ეს პარტნიორი გინდა იმისათვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს, შესაბამისად ის უნდა იყოს პროგნოზირებადი მინიმუმ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ეს დაანგრია ამერიკამ, ის ვეღარ იქნება პროგნოზირებადი მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ვინც არ უნდა შეცვალოს პრეზიდენტი ტრამპი, მას ძალიან გაუჭირდება აღიდგინოს პროგნოზირებადი პარტნიორის იმიჯი. ამიტომაც ამერიკის პარტნიორი ქვეყნები დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რომ მათ სჭირდებათ უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორები, რომლებიც გახდებიან მათი უსაფრთხოების საყრდენი“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საქართველოს სჭირდება სტრატეგიის გადააზრება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკვე მულტიპოლარული უნდა იყოს.
„ჯერჯერობით ყველაფერი დუღილის პროცესშია. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიის გადააზრება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკვე მულტიპოლარული უნდა იყოს. ძალიან საინტერესო იქნება, თუ ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოყალიბდება ევროპის, ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის და თურქეთის საერთო სამხედრო კოალიცია და საქართველოც ამ კოალიციის წევრად იქნება მოაზრებული. ჩვენ ახლა ვართ გადარჩენის რეჟიმში, საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეების გადარჩენის რეჟიმში”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)