ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ციხეში დაიღუპა ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა

გასულ კვირაში ციხეში დაიღუპა ალექსანდრ დემიდენკო, ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, რომელიც ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინაში დაბრუნებაში ეხმარებოდა - განაცხადეს მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 8 აპრილს.
61 წლის აქტივისტი, რომელიც ღიად აპროტესტებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ოქტომბერში დააკავეს. თავიდან მას 10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღების ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დემიდენკოს სახლში აღმოაჩინა ძველი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებული ყუმბარა, ნაღმი და ყუმბარის ორი დეტონატორი - და მას იარაღის უკანონო ფლობაში დასდო ბრალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.