ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტმა “თავი მოიკლა” – პენიტენციური სამსახური

ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტმა ალექსანდრ დემიდენკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა წინასწარ პატიმრობაში, უთხრა რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ტელეგრამის არხ Bel.Ru-ს. ცნობა დემიდენკოს სიკვდილზე მისმა ადვოკატმა და ოჯახმა 4 აპრილს გაავრცელეს.
რუსული ინტერნეტგამოცემის, Important Stories-ის თანახმად, დემიდენკოს ოჯახს მისი ცხედარი ჯერ არ უნახავს.
61 წლის აქტივისტი – რომელიც ღიად აპროტესტებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ბელგოროდის რეგიონში უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინაში დაბრუნებაში ეხმარებოდა – ოქტომბერში დააკავეს. თავიდან მას 10 დღით მიუსაჯეს პატიმრობა, საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღების ბრალდებით. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დემიდენკოს სახლში აღმოაჩინა ძველი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დამზადებული ყუმბარა, ნაღმი და ყუმბარის ორი დეტონატორი – და მას იარაღის უკანონო ფლობაში დასდო ბრალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ