ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ციფრული მომთაბარეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა - Omio

ციფრული მომთაბარეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა - Omio

Omio-მ ევროპაში ციფრული მომთაბარეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია ისეთი პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა ცხოვრებისა და ქირის ღირებულება, ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოების დონე და ვიზის ფასი.
რეიტინგში პირველი ადგილი რუმინეთმა დაიკავა - ქვეყანამ, რომელსაც ცხოვრებისა და ქირის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ღირებულება აქვს. მეორე ადგილზეა ალბანეთი, მესამეზე კი საქართველო.
Omio-ს ინფორმაციით, საქართველო ციფრულ მომთაბარეებს ყველაზე ხელმისაწვდომ ვიზას სთავაზობს - დაახლოებით 57 ევროს ღირებულების. ასევე ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი დონეა, მაგრამ ინტერნეტის სიჩქარის თვალსაზრისით ჩამორჩება რეიტინგის სხვა მონაწილეებს.
Omio-ს მონაცემებით, ციფრული მომთაბარეებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნებია:
რუმინეთი
ალბანეთი
საქართველო
უნგრეთი
პორტუგალია
ხორვატია
ჩეხეთი
ესპანეთი
ლატვია
საბერძნეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.