მედია: გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო 8 პუნქტით ჩამოქვეითდა – 2025 წელს ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანა გახდა

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ანალიზს წარმოადგენს, საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა.

კერძოდ, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ივნისში განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 109-ე ადგილს იკავებს.

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს წინ უსწრებენ გვატემალა, ეგვიპტე, გაიანა, ფილიპინები, ელ სალვადორი, კონგოს რესპუბლიკა, კუბა და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მშვიდობის ინდექსში ყველაზე წინ არის სომხეთი, ბოლო ადგილზე კი რუსეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგში საქართველოსა და რუსეთის გარდა, საქართველოს ყველა მეზობელი დაწინაურდა. უფრო დეტალურად:

  • სომხეთი – 58-ე ადგილი (დაწინაურდა 10 პუნქტით);
  • აზერბაიჯანი – 95-ე ადგილი (დაწინაურდა 17 პუნქტით);
  • თურქეთი – 146-ე ადგილი (დაწინაურდა 1 პუნქტით);
  • – 163-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 2 პუნქტით).

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები რეიტინგის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდია იყო, ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო კი რუსეთი. უფრო კონკრეტულად, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასეთია:

  • ისლანდია;
  • ირლანდია;
  • ახალი ზელანდია;
  • ავსტრია;
  • შვეიცარია;
  • სინგაპური;
  • პორტუგალია;
  • ;
  • სლოვენია;
  • ფინეთი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს