ცისკარიშვილი: „ახალი ვარდები“ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩრდილოური ვექტორიდან შემოვაბრუნოთ საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების შემდგომ, გადაცემაში „რეაქცია“ გააკეთა კომენტარი, სადაც ახლანდელი ვითარების 20 წლის წინანდელთან შედარებისას თქვა, რომ ახლა ქვეყანა აბსოლუტურად სხვა გამოწვევების წინაშე დგას და განაცხადა, რომ „ახალი ვარდებია“ საჭირო.
„აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია, სხვა სირთულეების წინაშე ვდგავართ, ახალი ცვლილება, ახალი ტრანსფორმაცია გვინდა, „ახალი ვარდები“ გვჭირდება იმისთვის, რომ აი ამ ორიენტირიდან, აი ამ ჩრდილოური ვექტორიდან შემოვაბრუნოთ საქართველო, გამოვგლიჯოთ ხელიდან ოლიგარქს და წავიყვანოთ ევროპისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ, ევროპული დემოკრატიისკენ…“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.
კითხვაზე, ეს ღონისძიება არის დიდი პოლიტიკური თანხმობის, თუ გარკვეულწილად გაყრის დასაწყისი, ცისკარიშვილი პასუხობს:
„გავლენ თუ არგავლენზე კი არ არის საუბარი, ის ადამიანები ვისაც თქვენ ახლა გულისხმობთ, მას შემდეგ რაც არჩევნები ჩატარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ლევან ხაბეიშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, დიდი ხანია ჩვენთან არ არიან. აღარ მონაწილეობენ ამ პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ერთობლივ აქციებში, ღონისძიებებში. ერთიან ე.წ. მესიჯზეც აღარ ვთანხმდებით. ისინი აღარ არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, სამწუხაროდ. მათ „თავი გარეთ დაიყენეს““, – თქვა მან.
ცისკარიშვილმა გადაცემაში ჩართვისას ასევე ს პატიმრობაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი „შემოქმედი“ მიხეილ სააკაშვილი არის ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც აქვს უნარი ხალხს შთაუნერგოს გამარჯვების რწმენა. აიყოლიოს, ტალღა ააგოროს. ცისკარიშვილის თქმით, ამის გამო არ უშვებენ სააკაშვილს ციხიდან, რადგან მისივე თქმით, როგორც კი სააკაშვილი გამოვა ციხიდან, „ეს ტალღა ეგრევე დაიწყებს აგორებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება