ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ციმბირში აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში

Telegram-ის რამდენიმე არხი 26 აგვისტოს იუწყება, რომ მასშტაბური აფეთქება მოხდა რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც მდებარეობს ციმბირის ქალაქ ომსკში - და რომ აფეთქებამ საწარმოში ხანძარი გამოიწვია.
ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია სქელი კვამლი Gazpromneft-ONPZ-ის საწარმოს თავზე.
საწარმოს ადმინისტრაციამ დაადასტურა გავრცელებული ცნობები და განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს.
რუსეთის დასავლეთის რეგიონებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო იანვრის შემდეგ გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმის სამიზნე. უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრიდან ომსკამდე მანძილი 2000 კილომეტრზე მეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.