არქივი4 ოქტომბერი, 2025, 13:12
ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ადამიანი მივიდა - ამომრჩეველთა აქტივობა 17.15%-ია

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 602 445 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.15%-ია.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„12:00 საათისთვის, საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.
ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.