ცესკო – 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია

17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ „დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არა”.
კერძოდ, ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს, რომ დარღვევები უკავშირდება მაგალითად, ორი ბიულეტენის გაცემას, ან უბნის მოწყობის წესის დარღვევას, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „კენჭისყრის შენობაში არ ყოფილა არსებითი დარღვევები, რომელთაც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეეშლა შეეძლო”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება