ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ ხმები 53.065%-მდე გაიზარდა

დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
· „ქართული ოცნება“ - 55,065%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,177%;
· „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%;
· „ძლიერი საქართველო“ - 8,998%;
· „გახარია საქართველოსთვის“ - 8,228%;
· „გირჩი“ - 3,214%;
· „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,525%
· „ლეიბორისტული პარტია“ - 0,752%
აპარატების დათვლის გარდა, საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს ხმების ხელით გადათვლის პროცედურები. ასევე ბიულეტენებს ითვლიან იმ საარჩევნო უბნებში, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდა.
3 111 საარჩევნო უბნიდან 2 263 უბანი მოდერნიზებულია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.