ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 201-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
პარტიების მონაცემები ასეთია:
· „ქართული ოცნება“ - 52,97%;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%;
· „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,84%;
· „ძლიერი საქართველო“ - 9,03%;
· „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%;
· „გირჩი“ - 3,23%;
· „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.