ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით არჩევნებში “ქართული ოცნება” 53.06 %-ით ლიდერობს

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით არჩევნებში “ქართული ოცნება” 53.06 %-ით ლიდერობს

ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.064 %-ით ( 955 662 ხმა) ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.176 % (201 275 ხმა) მიიღო.
„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9.847 % (177 349) მოიპოვა;
„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.998 % (162 056 ხმა) აქვს;
"გახარია საქართველოსთვის" - 8.222 % (148 077 );
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტრონულ არჩევნებში 3111 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 251 უბანზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.