ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ

25 ივნისს, ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
“ალავერდის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის დაცული ძეგლია. შესაბამისად, საჭიროა ღრმა შესწავლა, რათა სწორად მოხდეს თანმიმდევრული პროცესების დაგეგმვა. პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი უწყება. ზარალის შესწავლა მოხდება სპეციალისტების მიერ და ამის შემდეგ, გახდება ცნობილი, რა ტიპის სამუშაო პროცესი უნდა წარიმართოს”,- აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა. “სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მყისიერად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობისგან და მრევლისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფები. გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია. სტიქიას საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღეს, ადგილზე გავეცანით ვითარებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა კოორდინირებულად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები მონასტრის აღსადგენად”, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება