ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.
როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.
„დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები“,- აღნიშნავს მეუფე დავითი.
ინფორმაციისთვის, სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სამონასტრო კომპლექსში ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.