ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცემა და ღირსების შემლახველი მოპყრობა – იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები გაუსწორდნენ

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელა, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას ათამდე პირი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. დაუდასტურებელი ვერსიით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა იყო, ნაცემი კაცის ახლობლები კი ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ბიზნეს ინტერესების გამო მოხდა.
“მთავარის” ინფორმაციით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.