არქივი1 ივლისი, 2024, 12:06
სოფელ იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს
სოფელ იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად რამდენიმე პირმა იძალადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.