“ცეკაში მუშაობის გამოცდილების ქალბატონს, ეგეთი ელემენტარული უნდა გეშლებოდეთ?” -. ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, ქართული ოცნების დეპუტატს, რიმა ბერაძეს პასუხობს:

რიმა ბერაძე, თქვენი შტაბი რომ არის ჩუღურეთში, ზუსტად შტაბის უკან პატარა მაღაზიაში იკადრეთ, შედით და ნახეთ რა ფასი ადევს ხორცს..

ამხელა კომპარტიის ცეკაში მუშაობის გამოცდილების ქალბატონს, ეგეთი ელემენტარული უნდა გეშლებოდეთ კაცო, უბანში ხანდახან, ჩვენნაირ ჩვეულებრივ მოკვდავთა მაღაზიებშიც რომ შეადგათ ხოლმე ფეხი და გაიგოთ რა ფასებში ვყიდულობთ პროდუქტს აქეთა, არაპარალელური საქართველოს მოქალაქეები?..

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში, რიმა ბერაძემ, ირაკლი კობახიძის დაცვა სცადა გიორგი გახარიას პარტიის წევრისგან, რომელმაც “ოცნების” ლიდერს 10 ლარიან ხორცხე განცხადება შეახსენა და თქვა:

იქნებ მისამართი მითხრათ, 38 ლარად რომელ მისამართზე ყიდულობთ ხორცს?