ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას” – ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ადასტურებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე სამი ნაცემი ჟურნალისტიდან მხოლოდ ორია გამოკითხული. გამოძიება კი მხოლოდ ძალადობის მუხლით არის დაწყებული.
“აპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური:
მირტყამდა და მიჭერდა რამდენიმე. მე განუწყვეტლივ და იქამდე, ნახევარ საათზე მეტი ტერიტორიაზე გავატარე და მეკეთა ბეიჯი და პრესკარტა და მარტივად იდენტიფიცირებადი უნდა ყოფილიყო, როცა ასე ახლოს ვიდექი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას, ცხვირში, ლოყებზე. ცემის შემდეგ, როცა უკვე წამოვდექი, ერთ-ერთი მიყურებდა, სავარაუდოდ, პირსინგი და საყურე რომ მაქვს, მისთვის ასოცირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან, ჰომოფობიური მომართვებით. მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლიდი და ეს ჭკუის სწავლება რას ნიშნავდა, რომ აღარ გავაშუქებდი თუ მეტად ფრთხილად ვიქნებოდი აქციების გაშუქებისას, არ ვიცი. ეს არის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.