ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მიმაყენეს კედელთან, ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ უცებ დამარტყა სახეში” – ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი

“პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი:
მიმაყენეს კედელთან, ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ უცებ შემოტრიალდა ერთ-ერთი, დამარტყა სახეში, მერე მხარზეც ვიგრძენი. მე მხოლოდ ვუმეორებდი, რომ „ჟურნალისტი ვარ, უკან გავდივარ“. საქმე აღიძრა, ზოგადად, ერთიანად, სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც ნიშნავს, რომ მეც მოვიაზრები როგორც დემონსტრანტი, აქციის მონაწილე, როცა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას აქვს ცალკე სისხლის სამართლის მუხლი და წესით და რიგით, ამ კუთხით უნდა დაწყებულიყო გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.