ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერისმუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში კომფორტული სასწავლო – სააღმზრდელო სივრცე, შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები მოეწყო. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე.
უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
„დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, მოადგილესთან – ალუდა თუთისანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან – ლევან ზალკალიანთან, მერის მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ