არქივი20 ნოემბერი, 2023, 09:38
სოფელ შილდაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ნომერ მეორე საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 020 000 ლარით დაფინანსდა.
ბაღის შენობა, რომელიც 3 ჯგუფზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად აღიჭურვა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კახეთის რეგიონში, 125 პროექტი 53 მილიონი ლარით დაფინანსდა. მათ შორის, განხორციელდა წყალმომარაგების, გზების, ბაღებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.