არქივი27 აგვისტო, 2024, 13:25
ცაგერის მერი გადადგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზალკალიანი გადადგა. ამის შესახებ ცაგერის საკრებულოს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი.
,, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში.“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.