არქივი27 აგვისტო, 2024, 17:22
"გაიგებთ სულ მალე" - ცაგერის ყოფილი მერი კითხვაზე, რატომ გადადგა თანამდებობიდან
"გაიგებთ სულ მალე" - ასე პასუხობს ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი ფორმულას შეკითხვას, რატომ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
ზალკალიანის გადადგომის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული, რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
"ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
საკრებულო სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.