არქივი26 იანვარი, 2024, 11:22
ჩხუბი პარლამენტში – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და “ოცნების” აპარატის წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ერთმანეთს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი პარლამენტის შენობაში მოხდა. ერთმანეთს არჩილ გორდულაძე და ალბერტ ბოგვერაძე დაუპირისპირდნენ, მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მათ გაშველებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ჩხუბმა გარეთ გადაინაცვლა.
უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოკვლევა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.