ჩხრეკა სხვადასხვა რეგიონში 80 ლოკაციაზე – უკრაინაში სპეცოპერაციების სერია მიმდინარეობს

ჩხრეკა სხვადასხვა რეგიონში 80 ლოკაციაზე – უკრაინაში სპეცოპერაციების სერია მიმდინარეობს.
უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროზე „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა.
მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედებათ ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ა.შ.
ერთ-ერთი დეტექტივი ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია