უკრაინაში დრონების წარმოებაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უკრაინაში დრონების წარმოებაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ უკრაინაში დრონების წარმოებაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სვირიდენკომ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეთანხმების შედეგად აშშ უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს შეიძენს.
„ჩვენ ვგეგმავთ დრონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას შეერთებულ შტატებთან. განვიხილავთ აშშ-ის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გაფართოებაში ინვესტიციებს. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინული დრონების დიდი პარტიის შესყიდვაზე“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
იულია სვირიდენკოს თქმით, აღნიშნული შეთანხმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მიიღეს და მაღალჩინოსნები უკვე მის დეტალებს განიხილავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.