არქივი19 დეკემბერი 2025, 17:56
სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.
„ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.