ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ედემ კვარაცხელია დააკავეს - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
"ყველაფერს სასამართლო დაამტკიცებს, ამის მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე...რაღაცები მოხდა და [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ გემრიელად ყველაფერს. ის გაურკვევლობაც დალაგდება, ყველა მიხვდება თავის დანაშაულს" - თქვა რამდენიმე დღის წინ ედემ კვარაცხელიამ მთავარ არხთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უკავშირდებოდა კვარაცხელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობსსსკ-ს 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.