ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, საერთო ჯამში, 152 მმ-იანი 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა. Yonhap-ი წერს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად იარაღით და 13 000-მდე ჯარისკაცით დაეხმარა.
„სეულის სადაზვერვო სააგენტომ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებით ჯარებს გაგზავნის“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.