სამხრეთ კორეის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი ჭურვი გადასცა

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად, - ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, საერთო ჯამში, 152 მმ-იანი 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.
Yonhap-ი წერს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად იარაღით და 13 000-მდე ჯარისკაცით დაეხმარა.
„სეულის სადაზვერვო სააგენტომ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებით ჯარებს გაგზავნის“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.